top of page

ჩვენი სახელი: ღრმა კავშირი საქართველოს ფესვებთან

ჩვენი სახელი, „Origen Collection“ ასახავს ფილოსოფიას, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს არსში. სიტყვა “Origen”, რომელიც ლათინურიდან მომდინარეობს, ნიშნავს წარმოშობას, წყაროს, დასაწყისს. ის ასახავს საქართველოს უძველეს სულს – მიწას, რომელიც ცნობილია როგორც მეღვინეობის აკვანი, ცივილიზაციების გზაჯვარედინი და ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც კაცობრიობის კულტურასა და ისტორიას დაედო საფუძველი.

 

ჩვენთვის სიტყვა “Origen” განასახიერებს იმ ავთენტურ და ფუნდამენტურ სულს, რომელიც საქართველოს ასე განსაკუთრებულად აქცევს. ის გამოხატავს იმ მუდმივ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენ მიერ წარმოდგენილ ყოველ სახლში ვპოულობთ და არის ქვეყნის გულისცემის და უნიკალური ხასიათის ანარეკლი.

 

სიტყვა “Collection”, შემთხვევით არ არის დამატებული – ის აღნიშნავს შერჩევას და არა კომერციას. ისევე, როგორც ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი არჩევს მხოლოდ ყველაზე გამორჩეულ და იშვიათ ნამუშევრებს, ჩვენც ვარჩევთ მხოლოდ ისეთ უძრავ ქონებას, რომლებიც უბრალო სახლები კი არა, ნამდვილი ფასეულობებია. თითოეული ობიექტი შერჩეულია მისი განსაკუთრებული ხარისხით, უნიკალური ისტორიით და პოტენციალით, გახდეს მემკვიდრეობა - ნამდვილი ინვესტიცია საქართველოს ნათელ მომავალში.

Georgian Soul

 

 

ალექსანდრე და ოლგა ყიფიანების მიერ დაარსებული კომპანია - Origen Collection გაჩნდა საქართველოს შეუდარებელი სილამაზისადმი სიყვარულისა და მსოფლიო ლუქს ბაზრის ღრმა ცოდნიდან. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ლუქს კლასი ავთენტურობაშია - ქონება, რომელიც არა მხოლოდ კომფორტს, არამედ გარემოსთან ღრმა ემოციურ კავშირს გვთავაზობს.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული კოლექცია აკმაყოფილებს დიზაინის, კომფორტისა და საინვესტიციო პოტენციალის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. დახვეწილ დიზაინთან და განსაცვიფრებელი ხედებთან ერთად, ჩვენი კოლექციის თითოეული ობიექტი გაჯერებულია ქართული სულით - სითბოთი, სტუმართმოყვარეობითა და მდიდარი ისტორიით.

 

Origen Collection-ის დახმარებით, ალექსანდრე და ოლგა გიწვევენ არა მხოლოდ ქონების, არამედ საქართველოს არაჩვეულებრივ ცხოვრების წესთან თქვენი უნიკალური კავშირის საპოვნელად. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამყაროში, სადაც ლუქს კლასი ხვდება ავთენტურ, დაუვიწყარ სულს.

ჩვენი ფილოსოფია: ლუქს კლასის სახლები. ქართული სული.

Investment properties in Georgia

დამფუძნებლები

Alexander Kipiani
ალექსანდრე ყიფიანი - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ალექსანდრეს, 25 წლიანი დიპლომატიური გამოცდილება გააჩნია. იგი წარმოადგენდა საქართველოს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, მისიებში ნიდერლანდებში, უკრაინაში, უზბეკეთსა და ისრაელში. მას ასევე მაღალი პოზიციები ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

ადგილობრივი სპეციფიკის ღმა ცოდნისა და გლობალური გამოცდილების შერწყმით, ახლა,  ალექსანდრე, ლუქს კლასის უძრავი ქონების სფეროში საქმიანობას იმავე დისკრეტულობას, სიზუსტესა და სტრატეგიულ ხედვას სძენს, რომელსაც დიპლომატიური მოღვაწეობისას იყენებდა. თითოეული ტრანზაქცია ხორციელდება უმაღლესი ეფექტურობით, აბსოლუტური კონფიდენციალურობითა და მსოფლიო დონის პროფესიონალიზმით.

"25-წლიანი დიპლომატიური კარიერის შემდგომ, გადავწყვიტე დამეარსებინა Origen Collection, რომლის მიზანია, შემოგთავაზოთ უძრავი ქონების მომსახურების ახალი სტანდარტი საქართველოში: კონფიდენციალური, უმაღლესი დონის კომუნიკაცია მყიდველებთან, რომლებიც ეძებენ პრემიუმ საცხოვრებელს და უსაფრთხო ინვესტიცირების შესაძლებლობას. ჩვენ ვაერთიანებთ ექსკლუზიურ ქონებაზე წვდომას, ბინადრობის უფლების მოპოვებასთან და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული დეტალების კოორდინაციას, ასევე შემდგომ, საკონსიერჟო  მომსახურებას."

ოლგა ყიფიანი – თანადამფუძნებელი და ბრენდის დირექტორი

ოლგას გააჩნია ლუქს კლასის ბრენდების მარკეტინგში სპეციალიზირებულ საერთაშორისო კომპანიაში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, რა დროსაც იგი თანამშრომლობდა უძრავი ქონებისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წამყვან სახელებთან.

მისი კომპეტენცია მოიცავს კლიენტებთან კომუნიკაციას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, მარკეტინგს და პროექტების მართვას - ყველაფერს, რაც დღეს Origen Collection-ის გამოცდილებასა და ესთეტიკას აყალიბებს.

 

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ოლგა პასუხისმგებელია კლიენტთან ურთიერთობის ყველა ასპექტზე - ვიზუალური პრეზენტაციიდან და კომუნიკაციებიდან დაწყებული, პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფით დამთავრებული.

Olha Kipiani

ჩვენი ფილოსოფია პრაქტიკაში

Origen Collection-ში უძრავი ქონება არის არა მხოლოდ აქტივი, არამედ ცხოვრების წესი, მემკვიდრეობა და ნდობა:

კონფიდენციალურობა უპირველეს ყოვლისა

კლიენტებთან ყველა ურთიერთობა კონფიდენციალურია; ყველა სერვისი ინდივიდუალური.

პროცესის მართვა საექსპერტო დონეზე

იურიდიული, საინვესტიციო და რეზიდენტობის მოპოვების პროცესები ხორციელდება მაქსიმალური სიზუსტით.

ცხოვრების სტილის ინტეგრაცია

რელოკაციის, საკონსიერჟო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, რათა გამარტივდეს საქართველოში ცხოვრების დაწყება.

ჩვენი დაპირება კლიენტებს

ჩვენ, ინვესტიციას ცხოვრების წესად ვაქცევთ. იქნება ეს საქართველოში თქვენი პირველი სახლის შეძენა თუ თქვენი გლობალური საინვესტიციო პორტფელის გაფართოება, გთავაზობთ:

 

• აბსოლუტურ კონფიდენციალურობას

• წვდომას ექსკლუზიურ უძრავ ქონებაზე

• ინდივიდუალურ საკონსულტაციო და საკონსიერჟო მომსახურებას

 

ჩვენი კლიენტებს ყოველ ეტაპზე  გარანტირებული აქვთ სრული თავდაჯერებულობა და სიმშვიდე.

Boutique real estate agency in Georgia
bottom of page