
ჩვენს შესახებ
Origen Collection - ეს არის პრემიუმ კლასის უძრავი ქონების ბუტიკ სააგენტო, რომელიც ფოკუსირებულია ექსკლუზიურ უძრავ ქონებაზე თბილისში, ბათუმში და საქართველოში სხვა პრესტიჟულ რეგიონებში.
ალექსანდრე და ოლგა ყიფიანების მიერ დაარსებული სააგენტო აერთიანებს დიპლომატიურ გამოცდილებას, ასევე ადგილობრივი ბაზრისა და საერთაშორისო ლუქს კლასის სტანდარტების ღრმა ცოდნას.
სააგენტო უზრუნველყოფს უმაღლესი დონის კონფიდენციალურ და ინდივიდუალურ მომსახურებას, რაც კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა საქართველოს ყველაზე ექსკლუზიურ უძრავ ქონებასა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
თუ ეძებთ უძრავ ქონებას საქართველოში, გეგმავთ ამ მიმართულებით ინვესტირებას ან გსურთ იპოვოთ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი, Origen Collection გთავაზობთ ქვეყნის კულტურის, ბაზრისა და ცხოვრების სტილის საფუძვლიან ცოდნაზე დაფუძნებულ საიმედო და სრულად პერსონალიზებულ გამოცდილებას.
ჩვენი უპირატესობები
ნდობა და კონფიდენციალურობა
თითოეული კლიენტი სარგებლობს VIP მომსახურებით, სრული კონფიდენციალურობითა და შერჩევის საიმედო პროცესით.
მომსახურება ყველა ეტაპზე
იურიდიული და საგადასახადო საკი თხებიდან დაწყებული, ახალი ცხოვრების წესთან ადაპტაციით დამთავრებული, ჩვენ ვიზრუნებთ ყველა დეტალზე.
ქსელთან წვდომა
ექსკლუზიური შეთავაზებები, კავშირები და ინფორმაცია, მხოლოდ ჩვენი კლიენტებისთვის.
ჩვენი კლიენტები გვანდობენ მათ ყველაზე ძვირფას აქტივებს – დროს, კონფიდენციალურობასა და საკუთარ ხედვას. ჩვენ ამას სტრატეგიული აზროვნებით, აბსოლუტური სიზუსტითა და თითოეული პროცესის ინდივიდუალური მართვით ვპასუხობთ , რაც ინვესტიციას შთამაგონებელ ცხოვრების სტილად აქცევს.
იდეალური სახლის პოვნა, მისი შეძენა, აქტივების მართვა და საქართველოს ელიტარულ საზოგადოებასთან კავშირის დამყარება - ჩვენ ყველა ნაბიჯს დიპლომატიური დონის ყურადღებითა და კონფიდენციალურობით ვუდგებით.
ალექსანდრე ყიფიანი,
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ნდობა. კონფიდენციალურობა. გლობალური გამოცდილება.
დიპლომატიური სიზუსტე
ჩვენ ვუმკლავდებით იურიდიულ, კულტურულ და მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებულ სირთულეებს, 25 წლიან საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ტაქტითა და ცოდნით.
ლუქს კლასის ექსპერტიზა
ჩვენ გულდასმით ვარჩევთ მხოლოდ საქართველოს საუკეთესო რეზიდენციებს, რომელთაგან თითოეული გამოირჩევა მსოფლიო დონის არქიტექტურით, განსაკუთრებული დიზაინითა და საინვესტიციო პოტენციალით.
ინდივიდუალური მიდგომა
ყველა კლიენტი ურთიერთობს უშუალოდ დამფუძნებლებთან და პირველი კონსულტაციიდან გაყიდვის შემდგომ მომსახურებამდე, უწყვეტი, კონფიდენციალური და ინდივიდუალური მიდგომით სარგებლობს.
ჩვენს მიერ შერჩეული კოლექცია
პენტჰაუსებიდან დაწყებული, მთის ვილებით, ზღვისპირა რეზიდენციებითა და პრემიუმ კლასის აპარტამენტებით დამთავრებული, ჩვენ გულდასმით ვარჩევთ საქართველოს ყველაზე გამორჩეულ სახლებს. ბევრი მათგანი ღია ბაზარზე არ არი ს გამოტანილი და ექსკლუზიურად ჩვენი კლიენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.
დაგვიკავშირდით თქვენი ოცნების სახლის აღმოსაჩენად.
ლუქს კლასის პენტჰაუსები

თანამედროვე ვილები მთის ხედებით

პრემიუმ კლასის
აპარტამენტები

ზღვისპირა რეზიდენციები


რატომ საქართველო
ჩვენთვის საქართველო მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის – ეს არის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ვზრდით ჩვენს შვილებს და ვტკბებით ყველაფრით, რასაც ეს შესანიშნავი ქვეყანა გვთავაზობს. მსოფლიო დონის ვენახებიდან და მყუდრო მთის კურორტებიდან დაწყებული, თბილისისა და ბათუმის თანამედროვე პენტჰაუსებით დამთავრებული – საქართველო აერთიანებს ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებულ კულტურას, კომფორტსა და ექსკლუზიურობას.
ქონების ფლობა საქართველოში ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ უძრავი ქონების შეძენაა – ეს ნიშნავს საკუთარი ადგილის პოვნას უკვდავ მიწაზე. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს უწოდო სახლი საქართველოს და გვსურს დაგეხმაროთ იგივეს შეგრძნებაში.
მაღალი რენტაბელურობით, კონკურენტული ფასებითა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოთი, საქართველო არის ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც გთავაზობთ როგორც სტაბილურ შემოსავალს, ასევე კაპიტალის გრძელვადიან ზრდას.
პრემიუმ კლასის უძრავი ქონება საქართველოში – დისკრეტული, პერსონალიზებული, გამორჩეული
Origen Collection-ში ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ლუქს კლასის ქონების ყიდვა ან გაყიდვა უბრალოდ გარიგებაზე მეტია – ეს ახალი თავის დასაწყისია. დიპლომატიური დისკრეტულობით, საერთაშორისო წვდომითა და ღრმა ადგილობრივი ექსპერტიზით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ კლიენტებთან უმაღლეს სტანდარტებზე თანამშრომლობას.
მიუხედავად იმისა, ეძებთ ელიტურ სახლს თბილისში, ბინას ზღვის ხედებით ბათუმში, თუ გსურთ საქართველოში თქვენი ექსკლუზიური ქონების გაყიდვა, ჩვენი მისია მარტივია: გაგიწიოთ შეუდარებელი მომსახურება, შემოგთავაზოთ საგულდაგულოდ შერჩეული შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ თქვენი სრული სიმშვიდე თითოეულ ეტაპზე.
თქვენი ხედვა. ჩვენი დისკრეტულობა. საქართველოს ყველაზე გამორჩეული უძრავი ქონების ობიექტები.






